Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) ნებაყოფლობითი და გამჭვირვალე წევრობა; ბ) წევრთა მიერ კოოპერატივის დემოკრატიული კონტროლი; გ) წევრთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა; დ) ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა; ე) წევრთა განათლება, სწავლება, ინფორმირება; ვ) სხვა კოოპერატივებთან თანამშრომლობა; ზ) თემზე/საზოგადოებაზე ზრუნვა.“. 4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები: „დ) კოოპერატივის ლიკვიდაცია; ე) კოოპერატივის წევრის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოოპერატივის დაშლის შესახებ; ვ) კოოპერატივის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმება. |