FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  18

ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი (გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან), თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
    ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად;
    ბ) მან საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
    გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.