Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საბიბლიოთეკო საქმის შესახებ article 37 განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა. 1. სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობანი შეტანილია საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს. 2. სავალდებულო ეგზემპლარებით და განსაკუთრებით ფასეული, იშვიათი დოკუმენტებით შედგენილი საბიბლიოთეკო ფონდი ქვეყნის კულტურული საკუთრებაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოცხადდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. ამგვარი ფონდის გამოყენების, შენახვისა და დაცვისათვის წესდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმი. 3. თუ ბიბლიოთეკა ვერ უზრუნველყოფს ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადებული ფონდის დაცვისა და სარგებლობის საჭირო პირობებს, ასეთი ფონდი შეიძლება გადაეცეს სხვა ბიბლიოთეკას ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს წარდგენით. 4. იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად. |
საბიბლიოთეკო საქმის შესახებ article 37 5. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მნიშვნელობის ტოლფასოვანი გამოცემები და კოლექციები, მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით. |