Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო შესყიდვების შესახებ article 38 დინამიკური შესყიდვის სისტემა. 1. დინამიკური შესყიდვის სისტემა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით და გამოიყენება ბაზარზე ფართოდ გავრცელებული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შესყიდვის ობიექტის შესასყიდად, როდესაც ამ შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. დინამიკური შესყიდვის სისტემა არ გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესასყიდად. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტი კატეგორიებად დაყოს, საჯარო შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს. ეს თავისებურება შეიძლება უკავშირდებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების მაქსიმალურ დასაშვებ მოცულობას ან გეოგრაფიულ არეალს, რომლის ფარგლებშიც დაიდება შესყიდვის ხელშეკრულება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 38 3. დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ეყრდნობა შეზღუდული პროცედურის განხორციელებისას გამოსაყენებელ წესებს (გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა კანდიდატი, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, დაშვებული უნდა იქნეს დინამიკური შესყიდვის სისტემაში. ასეთ შემთხვევაში კანდიდატთა რაოდენობის შემცირება დაუშვებელია. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კატეგორიებად დაყო, მან თითოეული კატეგორიისთვის შეფასების კრიტერიუმები უნდა დაადგინოს. 4. დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული ფორმით აქვეყნებს შესყიდვის პირობებს, რომლებშიც სულ მცირე მითითებულია: ა) დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენების შესახებ; ბ) შესყიდვის ბუნება და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო რაოდენობა/მოცულობა; გ) შესყიდვის ობიექტის კატეგორიებად დაყოფის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ; დ) დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ვადა; ე) დინამიკური შესყიდვის სისტემასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 38 5. შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებების წარსადგენად ელექტრონული ფორმით იწვევს დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვებულ ყველა მონაწილეს. თუ დინამიკური შესყიდვის სისტემაში შესყიდვის ობიექტი კატეგორიებად არის დაყოფილი, წინადადებების წარსადგენად მოიწვევა ყველა მონაწილე, რომლებიც დინამიკური შესყიდვის სისტემაში შესყიდვის ობიექტის შესაბამის კატეგორიასთან არიან დაშვებული. შესყიდვის ხელშეკრულება იდება შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ეს კრიტერიუმები შესაძლებელია დამატებით, დეტალურად განისაზღვროს მოწვევაში წინადადებების წარსადგენად. 6. დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მოსთხოვოს განახლებული განაცხადის/დოკუმენტის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 38 7. დინამიკური შესყიდვის სისტემა მისი მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ღიაა ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომელიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ეკონომიკური ოპერატორი დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვების მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განაცხადს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება. ეს ვადა გამონაკლის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტაციის შემოწმება, რომლის გარეშეც ვერ დადგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი შეფასების კრიტერიუმებს. 8. დაუშვებელია, დინამიკური შესყიდვის სისტემაში მონაწილეობისთვის დაწესდეს სხვა, დამატებითი გადასახადი, გარდა ამ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა. |