Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 96 მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება. 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ ყველა საჭირო სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების დასანერგად მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის შემუშავებისას ან/და გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ბავშვთა თანაბარ და ეფექტიან მონაწილეობას და უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას. 3. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 96 4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) საქმიანობა მოიცავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებს. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ; ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 96 ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 96 5. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 96 6. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი. 7. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ბავშვის მხარდაჭერის პროგრამა ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო გრანტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით. |