Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 32 1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან; გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან; დ) მშენებარე გემების წიგნისაგან. 11. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები. 12. გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. 3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა. |
საზღვაო კოდექსი article 32 4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად. 41. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია. 5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება. |