FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  701

წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება.
1. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგების წერილობითი ფორმით დადების შემთხვევაში გარიგებას ხელს აწერს დამოუკიდებლად, გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობის გარეშე, ან გარიგებაზე ხელის მოწერას სხვას მიანდობს ამ კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარიგებას ხელს დამოუკიდებლად აწერს მექანიკური ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. გარიგებაზე ხელის ფაქსიმილეს გამოყენებით მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ.
3. გარიგების წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ბრაილის შრიფტის გამოყენებით, მხარეთა შეთანხმებით დადების შემთხვევაში ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.