Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 50 მოსამსახურის შვებულება. 1. მოსამსახურისთვის დგინდება შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. 2. მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 3. მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 4. მოსამსახურეს გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, დაქორწინების, ოჯახური პირობების ან/და სხვა საპატიო მიზეზის გამო, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურებადია და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება. 5. მოსამსახურეს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცეს ანაზღაურებისგარეშე შვებულება არაუმეტეს 1 წლისა. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 50 6. მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა. სასწავლო შვებულების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები. 7. მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, შესაბამისი დახმარება და კომპენსაცია ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |