FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  56

მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება.
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:
    ა) ქალები;
    ბ) არასრულწლოვანები;
    გ) პირველად მსჯავრდებული პირები;
    დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები;
    ე) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;
    ვ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.
2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები.
3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.