FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  27

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა.
1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოში მოქმედებს დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამ თავით განსაზღვრულ ურთიერთობათა გარდა მოიცავს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისა და განვითარების ურთიერთობათა რეგულირების ნორმებს. დაცული ტერიტორიების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძირითადი მიზნებია:
    ა) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
    ბ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის დაცული ტერიტორიებით სარგებლობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა;
    გ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
    დ) დაცული ტერიტორიების მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების უზრუნველყოფა;
    ე) საზოგადოებრიობის ინფორმირება დაცული ტერიტორიების განვითარების მდგომარეობის შესახებ.
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  27

2. კოლხეთის ეროვნული პარკის , ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის და ქობულეთის აღკვეთილის მართვა ხორციელდება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. საქართველოს სასაზღვრო ზოლში კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების შესაბამისად, სტიქიური უბედურების, საგანგებო მდგომარეობისა და კატასტროფების დროს მოქმედი წესები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.