Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 3636 სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. 1. ამ კოდექსის 3635 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსით დადგენილი წესით. 2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა; ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს. 3. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს სააპელაციო საჩივარს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს; ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს. |