Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 35 პასუხისმგებლობა და სტრუქტურა. 1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა. 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც: ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით; |
ზოგადი განათლების შესახებ article 35 ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს: ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით; ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა. 4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე. |