FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

article  231

4. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ საცხოვრებელ ფართობზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მის სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება მის გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება ერთსულიანი დევნილი ოჯახის გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეებზე. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №393– ვებგვერდი, 03.04.2025წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

article  231

გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა.
1. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ.
2. პირი, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნება მისი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მას აღარ ექნება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ინდივიდუალურად მოთხოვნის უფლება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ.