FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

article  4

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური წყარო, რომელიც აღარ გამოიყენება ან რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
    ბ) დახურვა – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განთავსებიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების დასრულება, აგრეთვე საბოლოო საინჟინრო და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ობიექტის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    გ) დეკონტამინაცია – ტექნიკური ღონისძიებების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები) ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიურად დაბინძურებული ზედაპირის ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან სრულად ან ნაწილობრივ გასუფთავება;
    დ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვა და გადაფუთვა მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვის ან დამარხვის უზრუნველსაყოფად;
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

article  4

ე) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის;
    ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები – რადიოაქტიური ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესაბამის შესანახში, საცავში ან/და სამარხში მათი მიღებისათვის;
    ზ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე;
    თ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

article  4

ი) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
    კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობა;
    ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ან წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები ან/და რომელიც ფლობს რადიოაქტიურ ნარჩენებს;
    მ) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა – ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც/რომლებიც მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას, გადამუშავებას, კონდიცირებას, ტრანსპორტირებას, შენახვასა და დამარხვას, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციას, ექსპლუატაციიდან გამოყვანას/დემონტაჟს და დახურვას;
რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

article  4

ნ) რადიოაქტიური წყარო – რადიოაქტიური ნივთიერება, აგრეთვე მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან რომელსაც უნარი აქვს, დასხივებისას ნივთიერების იონიზაცია გამოიწვიოს;
    ო) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები – რადიოაქტიური ნარჩენები ან/და უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყარო, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განსათავსებლად სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა;
    პ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
    ჟ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო;
    რ) დეპარტამენტი – „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.