FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  40

განრიდების გამოყენების წინაპირობები. განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
    ა) არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა;
    ბ) არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის;
    გ) არასრულწლოვანი განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა;
    დ) არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს;
    ე) პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს;
    ვ) არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავენ.