Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 11 სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი. 1. ინფორმაციის დასაიდუმლოების საფუძველია მისი სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობა. 2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო. 3. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტენ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 11 4. მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან იდენტიფიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის წინასწარ დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში თავისი წინადადება საექსპერტო შეფასებისათვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. |