Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 143 ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა. 1. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ა) ამ კანონის 139-ე მუხლით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების სტანდარტების სათანადო შესრულება, მათ შორის, ამ მიზნით მიღებული ზომები და გამოყენებული ინსტრუმენტები; ბ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; გ) მესამე ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულებების ფარგლები; დ) ბუნებრივი გაზის მარაგების სათანადო ლიკვიდურობა; ე) ბუნებრივი გაზის საცავში ბუნებრივი გაზის რესურსი და ამოღების სიმძლავრე; ვ) საქართველოს ბუნებრივი გაზის სისტემისა და იმ მეზობელი ქვეყნების სისტემების ურთიერთდაკავშირების დონე, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არიან; ზ) ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და ხელმისაწვდომი წყაროები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების საპროგნოზო მდგომარეობა, მოთხოვნის, მიწოდების ავტონომიისა და მიწოდების ხელმისაწვდომი წყაროების არსებობის გათვალისწინებით; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 143 თ) დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; ი) ბუნებრივი გაზის სისტემის მდგომარეობა; კ) პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განსახორციელებელი ღონიძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ბუნებრივი გაზის დანაკლისის აღმოფხვრა. 2. სამინისტრო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე აქვეყნებს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს: ა) ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების კონკურენტულ ეფექტს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის დონეებს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 143 გ) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების გრძელვადიანი (10 წელზე მეტი ვადის) ხელშეკრულებების ფარგლებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადას, კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხს; დ) ბუნებრივი გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში ახალი ინვესტიციების განხორციელების წამახალისებელ მარეგულირებელ ჩარჩოს. 4. სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 143 ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ბუნებრივი გაზის შიდა გადამცემი მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევებში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. |