Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 171 ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. 1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია: ა) ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება; ბ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა; გ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; დ) ფიზიკური პირისთვის მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს ან იმ ფიზიკური პირის პირველი რიგის მემკვიდრეს: დ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში; დ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით; ე) ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს; ვ) სეს ესნ 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 171 ზ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიწოდება, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგით გადაცემა (მიწოდება); თ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით; ი) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევისა; კ) იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული; ლ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა; მ) მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა; ნ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 171 ო) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 26-1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; პ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელი არ არის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად არ განიხილება; ჟ) სეს ესნ-ის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება; რ) თიზ-ის საწარმოს მიერ თიზ-ის სხვა საწარმოსთვის საქონლის მიწოდება; ს) თიზ-ის საწარმოს მიერ იმავე თიზ-ის სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 171 ტ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება; უ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა; ფ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომლის მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 171 ქ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა; ღ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება; ყ) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. 2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დასაბეგრი პირის მიერ იმ საქონლის მიწოდება, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნული საქონლის შეძენისას არ წარმოშობილა ან/და არ გამოყენებულა დღგ-ის ჩათვლის უფლება. |