Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 7 ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები. 1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია: ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები; ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. 2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს, წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს გაფორმებულ დავალიანების დაფარვის გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანა (მათ შორის, თანხის გადახდის ვადისა და თანხის შემცირება). ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება. 3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე თანხმობა მისცეს, უფლება არ აქვთ, სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად. |
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ article 7 4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად. |