Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 კრედიტორთა კომიტეტი. 1. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია კრედიტორთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი. 2. კრედიტორთა კომიტეტის არჩევა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს არანაკლებ 50 კრედიტორი და მოვალის ბოლო სამეურნეო წლის მაჩვენებლები შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს: ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება; ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება. 3. კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა განახორციელოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველ კრებაზე. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს. 4. კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს − არაუზრუნველყოფილი კრედიტორები. 5. კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას მიუკერძოებლად ახორციელებს. კრედიტორთა კომიტეტის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისგან განსხვავებული, კერძო ინტერესები. 6. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნენ შემდეგი პირები: |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 ა) მოვალის წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეები, აგრეთვე წილის მესაკუთრეები ან აქციონერები, რომლებიც მოვალის მართვაში მონაწილეობენ ან შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მის მართვაზე; ბ) მოვალის მართვასთან ან/და მოვალის წილის არანაკლებ 25 პროცენტის ან შესაბამისი აქციების მესაკუთრეებთან ან მოვალესთან დაკავშირებული პირები; გ) კრედიტორები, რომლებიც იმავდროულად მოვალის კონკურენტები არიან, და მათთან დაკავშირებული პირები. 7. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ამ კომიტეტის არანაკლებ 2 წევრი ესწრება. 8. კრედიტორთა კომიტეტი თავის წევრთა უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს მის სხდომას. 9. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმის მიცემის პროცედურის დროს კრედიტორთა კომიტეტის წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. 10. კრედიტორთა კომიტეტი უფლებამოსილია: ა) რეაბილიტაციის მმართველს, მართვაში მყოფ მოვალეს, რეაბილიტაციის ზედამხედველს მოსთხოვოს: |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 ა.ა) რეაბილიტაციის მმართველის, მართვაში მყოფი მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა; ა.ბ) მოვალის მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, აგრეთვე გაეცნოს ფულადი სახსრების მიმოქცევის დამადასტურებელ დოკუმენტებს; ა.გ) კრედიტორთა კომიტეტის სხდომაზე დასწრება. ამ სხდომაზე დასასწრები მოსაწვევი შესაბამის პირს უნდა გაეგზავნოს სხდომის თარიღამდე არაუგვიანეს 7 დღისა; ბ) მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში, აგრეთვე მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი; გ) მოამზადოს რეკომენდაციები კრედიტორთა კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხებზე; დ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ. 11. კრედიტორთა კომიტეტის წევრმა შეიძლება გამოითხოვოს მხოლოდ მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი, შესაბამისი ინფორმაცია. 12. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია: ა) რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან, მართვაში მყოფ მოვალესთან, რეაბილიტაციის ზედამხედველთან; |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 ბ) კრედიტორთა კომიტეტის საქმიანობისა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კრედიტორებს; გ) ცალკეულ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროს სხვა კრედიტორებთან და მათგან მოსაზრებები და შენიშვნები მიიღოს. 13. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების საკითხს კრედიტორთა კრების მიერ კრედიტორთა კომიტეტის არჩევიდან არაუგვიანეს 5 დღისა წყვეტს სასამართლო. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა შეიძლება განისაზღვროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობისთვის დახარჯული დროის შესაბამისად. კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების ჯამური ოდენობა მმართველისთვის განსაზღვრული ანაზღაურების 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სასამართლო უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში გაზარდოს აღნიშნული ანაზღაურება. 14. კრედიტორთა კომიტეტის წევრების საქმიანობის ანაზღაურების, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის სხდომების მოწვევასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა გადახდისუუნარობის მასიდან ხორციელდება. 15. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია მის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა წინასწარ შეუთანხმოს სასამართლოს. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 16. კრედიტორთა კომიტეტის წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს კრედიტორთა კომიტეტიდან, თუ გამოვლინდება მისი არაკეთილსინდისიერება, დაუდევრობა, შესაფერისი უნარების ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა, არაეფექტიანობა, ინტერესთა კონფლიქტი, მის მიმართ ნდობის ნაკლებობა ან მის მიერ ამ კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევა ხდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება შესაბამისი პირის აღნიშნული კომიტეტის წევრად არჩევის შემდეგ წარმოიშვა ან გამოვლინდა. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის საკითხის დასმა შეუძლია კრედიტორთა კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, აგრეთვე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით. აღნიშნული საკითხი შეიძლება დაისვას კრედიტორთა ნებისმიერი კრების მიმდინარეობისას ან სასამართლოსთვის მიმართვის წარდგენით. ეს მიმართვა განიხილება კრედიტორთა უახლოეს კრებაზე, მაგრამ მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. თუ კრედიტორთა კრების ამ ვადაში ჩატარება დაგეგმილი არ არის, სასამართლო ვალდებულია აღნიშნულ საკითხზე საგანგებოდ მოიწვიოს კრედიტორთა კრება და უზრუნველყოს მისი ჩატარება. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევისა და მის ჩასანაცვლებლად ახალი წევრის არჩევის საკითხს წყვეტენ იმ ჯგუფის კრედიტორები, რომლებმაც გამოსაწვევი წევრი აირჩიეს. კრედიტორთა კომიტეტის წევრი გამოწვეულად მიიჩნევა, თუ მის გამოწვევას მხარს დაუჭერს აღნიშნული ჯგუფის კრედიტორთა ნახევარზე მეტი. კრედიტორთა კრებამ კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლით დადგენილი წესით კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის არჩევის შესახებ. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 76 17. თუ, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კრედიტორთა კრება არ მიიღებს გადაწყვეტილებას კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება კრედიტორთა კომიტეტის წევრის გამოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტორთა კომიტეტის ახალი წევრის ასარჩევად კრედიტორთა კრების 15 დღის ვადაში მოწვევა. |