Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 109 პარტნიორის გასვლა ან გარიცხვა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან. 1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის სურვილის შემთხვევაში პარტნიორმა ამის შესახებ სამეურნეო წლის დასრულებამდე სულ ცოტა 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს. 2. თუ პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება, იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულად მიიჩნევა გაკოტრების რეჟიმის დაწყების მომენტიდან. 3. თუ პარტნიორმა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი არსებითი მოვალეობა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეასრულა, ან თუ იგი ამ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, ან თუ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. |