Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 26 ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემქმნელი ქმედებები; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 26 გაერთიანების უფლებამოსილებები. გაერთიანება უფლებამოსილია: ა) საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) მოამზადოს საინფორმაციო მასალები და განახორციელოს ღონისძიებები საქონლისთვის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი საქონლის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; დ) განახორციელოს ღონისძიებები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია; |