Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება, სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი, იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება, სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი; ბ) მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სამინისტრო, მინისტრი, უმაღლესი საარჩევნო კომისია – იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები. |