FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  16

განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.
1. პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს განცხადებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საბაჟო ორგანომ დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უნდა შეამოწმოს, შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისთვის დადგენილი პირობები, და, თუ ეს პირობები შესრულებულია, იმავე ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
3. საბაჟო ორგანომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღისა.
4. თუ საბაჟო ორგანო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში, მან განმცხადებელს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უნდა შეატყობინოს ამის თაობაზე, ამასთანავე, უნდა მიუთითოს შესაბამისი მიზეზი და გადაწყვეტილების მიღების ახალი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  16

5. საბაჟო ორგანოს შეუძლია, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნით გაზარდოს გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადა განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კორექტირების მიზნით. განმცხადებელმა საბაჟო ორგანოს უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის კორექტირების დეტალები და კორექტირებისთვის საჭირო დროის მონაკვეთი.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის განმცხადებლისთვის ჩაბარების დღიდან, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან იმავე გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილების შესრულება საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან, გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  16

8. თუ გადაწყვეტილებამ მიღების შემთხვევაში შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს განმცხადებელზე, საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს/გააცნოს განმცხადებელს მისი შინაარსი და დასაბუთება. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საბაჟო ორგანოს დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამისი არგუმენტაცია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას და ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობებს განმცხადებელს.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილი არ მოქმედებს:
    ა) ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისას;
    ბ) თუ ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღის, გარემოს ან მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის ინტერესები;
    გ) თუ ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზანია სხვა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა;
    დ) თუ შესაძლებელია ზიანი მიადგეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ან საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ინტერესებს;
    ე) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  16

10. გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, უნდა იყოს დასაბუთებული და მიუთითებდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებაზე.