Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 45 არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება. 1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს: ა) განსაზღვრული ადგილის ან/და პირის/პირების მონახულება; ბ) ბინადრობის ადგილის შეცვლა; გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა; დ) ნებართვის გარეშე ქვეყნის ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დატოვება; ე) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. 2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს უზრუნველყოფს სააგენტო. |