Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 4 შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები. 1. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე, ხოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში − აგრეთვე ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. 3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლებელია ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ცალ-ცალკე განისაზღვროს. 4. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შენობის იმ ელემენტების შეცვლისას და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნის შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, განისაზღვრება ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 4 5. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეები გამოითვლება შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები. 6. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა გადაიხედოს რეგულარულად, არაუმეტეს 5 წლის ინტერვალით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად. |