Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 701 მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგება. 1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. 2. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საქართველოს რეზიდენტი საწარმო, რომელიც არის საბოლოო მშობელი ან სუროგატი მშობელი დაწესებულება, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ საანგარიშო წლის ბოლომდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი არის ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც: ა.ა) შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით; ა.ბ) არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 701 ბ) გამონაკლისი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი − ჯგუფის ნებისმიერ ფისკალურ წელთან დაკავშირებით, ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი 750 მლნ ევროზე ნაკლებია იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს საანგარიშსწორებო ფისკალურ წელს, როგორც ეს ასახულია მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ამ წინა ფინანსური წლისთვის; გ) საბოლოო მშობელი საწარმო მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: გ.ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საკმარისი რაოდენობის წილებს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ერთ ან ერთზე მეტ შემადგენელ საწარმოში, რომ მას ევალება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება იმ ქვეყანაში/იურისდიქციაში ზოგადად მოქმედი საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად, რომლის საგადასახადო რეზიდენტსაც წარმოადგენს, ან ვალდებული იქნებოდა მოემზადებინა იგი თავისი წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; გ.ბ) არ არსებობს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის სხვა შემადგენელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილებს აღნიშნულ შემადგენელ საწარმოში; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 701 დ) სუროგატი მშობელი დაწესებულება − მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, დანიშნულ იქნა ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის მიერ ქვეყნების მიხედვით ანგარიშის წარდგენისთვის საბოლოო მშობელი დაწესებულების ერთადერთ შემცვლელად, როდესაც დაკმაყოფილებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული პირობები; ე) შემადგენელ საწარმოდ განიხილება: ე.ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც შეყვანილია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში ფინანსური ანგარიშგების მიზნისთვის ან შეყვანილი იქნებოდა მასში მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ასეთი ეკონომიკური ერთეულის წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; ე.ბ) ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც არ არის შეტანილი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში მხოლოდ ზომის ან არსებითობის საფუძველზე; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 701 ე.გ) „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეულის ნებისმიერი მუდმივი დაწესებულება იმ პირობით, რომ ეკონომიკური ერთეული ამზადებს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს ასეთი მუდმივი დაწესებულებისთვის ფინანსური/საგადასახადო ანგარიშგების და შიდა მენეჯერული კონტროლის მიზნებისთვის. 4. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 701 მუხლი 70-2. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები 1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან/და საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით (შემდგომ − ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებები) განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი (შემდგომ − ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი) ვალდებულია განახორციელოს სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი პირის ანგარიშგებისადმი დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელსაც იგი უკავშირდება, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 30 ივნისისა. 3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 კალენდარული დღისა. 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია გადასცეს ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებების წევრი იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმებები. 5. ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი. 7. პირის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტით“ დადგენილი ვალდებულებისთვის თავის ასარიდებლად დადებული გარიგება ან განხორციელებული ქმედება მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან. |