FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 14

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება.
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა:
    ა) საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობისთვის, ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციისთვის, ან ნაპირთან თევზაობისთვის განკუთვნილი ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად;
    ბ) საქონლის მიწოდება სეს ესნ-ის 8906 10 00 კოდით გათვალისწინებული საბრძოლო ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;
    გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული მოწყობილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება;
    დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის;
    ე) საჰაერო ხომალდის საწვავით ან სურსათით მომარაგება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ვ) საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება ან იჯარა, აგრეთვე ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება;
    ზ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის;
    თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება; თ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება; თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

თ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; თ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
    ი) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: ი.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/ მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; ი.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა; ი.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; ი.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ი.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში; ი.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.
3. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
    ა) თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
    ბ) საწარმოს მიერ, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალიდან გატანის გზით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

გ) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
    დ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისთვის გადაცემა;
    ე) საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი). ამასთანავე, თუ მგზავრის მიერ საქონელი საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით უნდა იქნეს გადატანილი, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ ცხოვრობს საქართველოში (პასპორტში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული ადგილი არ არის საქართველო), საქონლის საქართველოდან ტრანსპორტირება ხორციელდება მისი მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში და საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით, აღემატება 600 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ვ) საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
    ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
    თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ი) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურების გაწევა;
    კ) საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა, გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;
    ლ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას საქართველოს რეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა;
    მ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;
    ნ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და ამ პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;
    ო) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოქროს მიწოდება;
    პ) ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის მომსახურების გაწევა (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მომსახურებების გაწევა);
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

რ) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 164-1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
    ს) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს სახელმწიფო ფლობს;
    ტ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა;
    უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  172

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;
    ქ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირის­თვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით;