Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 39 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის პრინციპები. 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არის კანონის საფუძველზე შექმნილი და მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. |