Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 7 საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი. 1. საქართველოს მთავრობა და ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები) შეიძლება თანამშრომლობდნენ ნებისმიერი სახის ერთობლივი პროექტის განხორციელებისას, რომელიც განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, გათბობასა და გაგრილებას შეეხება. ამ თანამშრომლობაში შეიძლება ჩართული იყვნენ კერძო ოპერატორები. 2. საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა შეატყობინოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების პროპორციის ან რაოდენობის შესახებ, რომელიც წარმოებულია საქართველოში (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა) საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ერთობლივი პროექტის ფარგლებში და რომლის ექსპლუატაცია დაიწყო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ან იმ დანადგარის გაზრდილი მოცულობის საფუძველზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განახლდა. ეს შეტყობინება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით გამოთვლის განხორციელებისას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შეტყობინება: |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 7 ა) უნდა აღწერდეს შემოთავაზებულ დანადგარს ან უნდა ახდენდეს განახლებული დანადგარის იდენტიფიცირებას; ბ) უნდა მიუთითებდეს შესაბამისი დანადგარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების პროპორციას ან რაოდენობას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას; გ) უნდა განსაზღვრავდეს ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მომზადდა ეს შეტყობინება; დ) უნდა განსაზღვრავდეს კალენდარული წლებისგან შემდგარ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია, გათბობა ან გაგრილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 2030 წელს. ერთობლივი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება გასცდეს 2030 წელს. |
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ article 7 5. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მომზადებული შეტყობინება არ შეიძლება შეცვლილ ან გამოთხოვილ იქნეს საქართველოს მთავრობისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (ორგანოების) ერთობლივი შეთანხმების გარეშე. |