Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 24 კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა განსაზღვროს საქართველოს დასახლებები, რომლებშიც განხორციელდება საპილოტო პროექტი. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა დაამტკიცოს: ა) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის და მედიატორის შერჩევის წესი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ფორმები. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა დაამტკიცოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ანაზღაურების წესი. 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა განსაზღვრონ მერიების თანამდებობის პირები და მოხელეები, რომლებსაც გადაეცემათ ამ კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1253 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. |