FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

article  12

სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება.
1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
    ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10  წლის განმავლობაში;
    ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
    გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
    დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

article  12

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

article  12

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №881 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.