Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება. 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს; ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს; გ) მინიმალური პაის ღირებულებას; დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495); ე) ამ კანონის 13-3 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს; ვ) ზარალის განაწილების წესს; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს; თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს; ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს; კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს. |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ article 10 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს. |