FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  28

4. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  28

პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენებისთვის.
1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენების შემთხვევაში გაერთიანება, კომპეტენტური უწყება, მაკონტროლებელი ორგანო, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს:
    ა) კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა;
    ბ) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან/ბაზრიდან ამოღება, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ან იმ საქონლის ამოღება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადის;
    გ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც შეიცავს ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი გამოსახულების ან მასალის წაშლა, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას შეიცავს;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  28

დ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება;
    ე) ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება. გასანადგურებელი საქონელი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შემცველი გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდისა და შეფუთვის მოცილების შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნით, მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით და იმ პირობით, რომ ეს საქონელი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის.
3. გაერთიანება ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:
    ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული კანონდარღვევის შესახებ;
    ბ) მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა;
    გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.