FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

თავდაცვის კოდექსი

article  75

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება.
1. სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება:
    ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
    ბ) ვადამდე, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით.
2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებული) პირი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან გასულია ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადა, თუმცა პირს აღნიშნული ვადით სრულად ფაქტობრივად არ უმსახურია, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა ან ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავდაცვის კოდექსი

article  75

31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და დაექვემდებარება ხელახალ გაწვევას იმ ვადით, რომლითაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამსახურიდან გათავისუფლებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამხედრო მოსამსახურის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველია:
    ა) ამ კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის წარმოშობა;
    ბ) ამ კოდექსის 65-ე მუხლით (გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოშობა;
    გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე);
    დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
    ე) ცალკეულ შემთხვევებში − საქართველოს მთავრობის განკარგულება;
    ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
    ზ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
    თ) გარდაცვალება.
5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის შემთხვევაში დადგენილი ვადით აგრძელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, თუ მის მიმართ:
თავდაცვის კოდექსი

article  75

ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული;
    ბ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი. პატიმრობის პერიოდი არ ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში;
    გ) აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში;
    დ) შეწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა. პატიმრობის პერიოდი (მისი არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა განრიდებისა და ქმედითი მონანიების შემთხვევებისა.
6. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლდება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან, თუ მას შეეფარდა:
    ა) სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;
    ბ) თავისუფლების აღკვეთა.
თავდაცვის კოდექსი

article  75

7. საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს საქართველოს მთავრობა 8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, რომელსაც ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „ტ“ ან „ფ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოეშვა აღნიშნული სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი, საკუთარი სურვილით შეუძლია გააგრძელოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირს მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება დაუწესდეს დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფის ან/და სოციალური გარანტიები.