Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 8 ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები. 1. ამ კანონის აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.DEA.GOV.GE) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი. 2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება: ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას; ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ; გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას; |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 8 დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია. 3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფების მოვალეობებია: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა; ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა; გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია; დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია; ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი; ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმუმამდე შემცირების პროცესში დახმარება; ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამ ზომების დანერგვაში დახმარება; თ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით. |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 8 4. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს/კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის/საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632). |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 8 მუხლი 8-2. ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები 1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებს ან დაწესებულებებს, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციის, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლისთვის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია შექმნას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემა და ამ მიზნით შექმნას და გამოიყენოს სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვა სურთ, წერილობით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მიმართონ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. 3. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კომუნიკაციის მხარეა. 4. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპს აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტის, პირადი ხელმოწერისა და მატერიალური შტამპის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ამ ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. 5. კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ეგზემპლარია და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტისთვის ან აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მასზე გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი წარმოებისთვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებენ. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან, ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ შტამპთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს შეიმუშავებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. |