Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 23 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. 2. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის ან ყოფნის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სახელმწიფო უწყებას. ასეთ შემთხვევაში იგი, ამ კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. 3. სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. სახელმწიფო უწყება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიღებისთანავე ადგენს ოქმს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს, ხოლო ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება ადგენს ოქმს და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროში. |