Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 18 აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. 1. საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღმჭურველი გადაწყვეტილება, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) აღმჭურველი გადაწყვეტილება მიღებულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასწორი ან არასრული იყო; გ) სწორი ან/და სრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ეს აღმჭურველი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. 2. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. 3. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილობა ძალაშია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |