Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 12
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. 1. კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მისი ლიკვიდაცია, რომლის მიზანია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება მის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება. 2. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 21. თუ ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი იყო, ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს იმავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს კომერციული ბანკის აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. 4. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კომერციული ბანკის კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ხოლო სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს და ორგანიზება გაუწიოს ამ კომერციული ბანკისთვის ვალდებულებების გადაცემას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას კომერციული ბანკის კრედიტორთა თანხმობა საჭირო არ არის. 6. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს: |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 ა) კომერციული ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ გარიგება; ბ) იმ მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რომლის განხორციელებაშიც კომერციული ბანკი მონაწილეობდა; გ) კომერციული ბანკის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (მეიჯარე 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ კომერციული ბანკი აპირებს, გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას; დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია და ის იმავე პირობებით გადაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში. მისი გადატანისთვის საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობა საჭირო არ არის. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია საბანკო გარანტიის ბენეფიციარსა და პრინციპალს შეატყობინოს აღნიშნული საბანკო გარანტიის სხვა კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გადატანის შესახებ. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/დადებული გარიგებისა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე ბანკთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუკი ამ ქმედებამ/გარიგებამ კრედიტორებს ზიანი მიაყენა. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განხორციელებული ქმედება/დადებული გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა/დაიდო. 8. კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა: |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 ა) უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შესაწყვეტად, რომლებსაც დაწესებულება ასრულებდა, დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება დაუბრუნოს მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანგარიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით; ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს კომერციული ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც კომერციული ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც დაწესებულება განაგებს. ამ შეტყობინებაში აღინიშნება, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება და რომ კომერციული ბანკის ლიკვიდატორისთვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 გ) კომერციული ბანკის მსესხებლებსა და სხვა დებიტორებს უნდა მოსთხოვოს, კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარონ. კომერციული ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოსაღებად კომერციული ბანკის ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არა აქვთ დავალიანებების კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში სრულად დასაფარავად საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები. 9. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც გამოთხოვილი არ არის ამონაწერში მითითებულ ვადაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე კომერციულ ბანკს ერიცხება, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის. მოუკითხავი ფულადი სახსრები ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ირიცხება. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (ფინანსური გირავნობის ღირებულების ფარგლებში), აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. 10-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების რიგში. 10-1 პუნქტებით გათვალისწინებული არ არის, შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს: ა) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები; ბ) კრედიტორი, რომლის მიმართ სასესხო ვალდებულება კომერციულ ბანკს მისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა, აგრეთვე ეროვნული ბანკი. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც კომერციული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდება; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 გ) სარეზოლუციო ფონდი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა დაფინანსების ფარგლებში (გარდა სარეზოლუციო ფონდის საშუალებით განხორციელებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსებისა); დ) დაზღვეული დეპოზიტები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწესებული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოთხოვნები, მათ შორის, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა; ე) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც აღემატება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ანაზღაურებადი ოდენობის ზღვრის ფარგლებს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტისა; ვ) მოთხოვნები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის სასარგებლოდ; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 ზ) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის ანგარიშზე არსებული თანხა, რომელიც გადახდილი არ არის ამ პუნქტის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; თ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები, კომერციული ბანკის კაპიტალის 5 პროცენტის ან 5 პროცენტზე მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები, ამ პირების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედ მესამე პირთა დეპოზიტები, აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტები; ი) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები; კ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორების არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ლ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება, გარდა ამ პუნქტის „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; მ) კომერციული ბანკის სუბორდინირებული ვალი, რომელიც საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი არ არის; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 3712 ნ) კომერციული ბანკის ვალდებულებები, რომელთა ჩამოწერა ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაცია განსაზღვრულია ხელშეკრულებით, გარდა ამ პუნქტის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ო) კომერციული ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტები; პ) კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები; ჟ) კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები. 11. თუ არსებული თანხა ამ მუხლის 10-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა სათანადო მოთხოვნა შესაბამისი რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 12. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება კრედიტორთა წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 13. კომერციული ბანკის მეანაბრის მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის კომერციული ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისას ეს ფულადი სახსრები მესაკუთრის გამოსავლენად ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადაირიცხება. |