FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

article  2

კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები.
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
    ა) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა;
    ბ) მოაწესრიგოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
    გ) შექმნას თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
    დ) მოაწესრიგოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
    ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
    ბ) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
    გ) უზრუნველყოს თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

article  2

დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
    ე) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.