FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  29

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა.
1. კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.
2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. კოლხეთის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ კანონის V თავით განსაზღვრულ ამავე კანონით დადგენილ მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს.
3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვისა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  29

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის III და IV თავებით დადგენილი კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, საზღვრები და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მისაღები ნორმატიული აქტებით დასამტკიცებელი სამენეჯმენტო გეგმების განხილვა წარმოებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2014  წლის 30  აპრილის კანონი №2311 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.