Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 4 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება. 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება: ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება; გ) საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პროკურატურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება: ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); ე) (ამოღებულია); ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას; |
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 4 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება. . 3. საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი. 4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში. 51. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. 6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. |
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 4 8. საქართველოს პროკურატურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. |