Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლების მფლობელების სახელით და მათ მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ან ამ კანონის საფუძველზე: ა) მოსარგებლეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰონორარის ოდენობისა და ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ; ბ) მოსარგებლეებზე გასცემს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების ლიცენზიებს მისი უფლებების მართვის მანდატის ფარგლებში; გ) აგროვებს ჰონორარებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიების ან მის მიერ მართული უფლებების გამოყენების საფუძველზე; დ) შეგროვებულ ჰონორარებს დროულად ანაწილებს და უხდის უფლების მფლობელებს თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე შესაბამისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად; ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმოადგენს იმ უფლების მფლობელების ინტერესებს, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს, აგრეთვე ახორციელებს ყველა იმ სამართლებრივ ქმედებას, რომლებიც აუცილებელია უფლების მფლობელების უფლებების დასაცავად და აღსასრულებლად; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 ვ) უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ახორციელებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას; ზ) წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის არაწევრ უფლების მფლობელებს და აგროვებს მათთვის განკუთვნილ ჰონორარს (მათ შორის, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტით ან ტექსტის გარეშე რეპროდუცირების, საჯარო შესრულების ან/და საჯარო გადაცემის შემთხვევაში) ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოსარგებლეებს მოსთხოვოს, ხოლო მოსარგებლეები ვალდებული არიან მიაწოდონ პროგრამა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან წყარო, რომელიც ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა და აუცილებელია ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად. ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულია დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსარგებლეს უფასოდ შესთავაზოს ჰონორარის გამოსათვლელად, შესაგროვებლად და გასანაწილებლად საჭირო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს ეს პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფასოდ შექმნას პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სათანადო პირობები. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს იმ უფლების მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც იგი წარმოადგენს. 5. ყველა ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტები, რომლებიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერში, კაბელით ან საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებსა და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოებებისა და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების, აგრეთვე უფლების მფლობელების სამართლებრივი დაცვის, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის გარეშე გამოყენებასთან ან ჰონორარის გადაუხდელობასთან, უზრუნველსაყოფად საკმარისია ნაწარმოების მცირე ნაწილის იდენტიფიცირება და დაწვრილებითი ჩამონათვალის გამოყენება საჭირო არ არის. 7. თუ ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი საჯაროდ სრულდება, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კანონიერი გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხორციელდება საჯარო შესრულება. ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოლიდარულად. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონის III თავით განსაზღვრული შემთხვევებისა) უფლება აქვს, მისი რეპერტუარისთვის მიკუთვნებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის არაკომერციული მიზნით გამოყენების რეპროდუცირების, გავრცელების, საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის, აგრეთვე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად გახდომის ჩვეულებრივი ლიცენზია გასცეს კულტურული მემკვიდრეობის მმართველ დაწესებულებებზე (ბიბლიოთეკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, არქივები ან/და კინემატოგრაფიულ და აუდიომემკვიდრეობის დარგში არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დაწესებულებები, აგრეთვე საჯარო ინტერესის მატარებელი მსგავსი ტიპის დაწესებულებები), თუ: ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე სათანადოდ წარმოადგენს უფლების მფლობელებს შესაბამის ნაწარმოებთან ან/და ამ კანონით დაცულ სხვა ობიექტსა და ლიცენზიით გათვალისწინებულ სხვა ობიექტებთან მიმართებით; ბ) უფლების მფლობელების მიმართ იქნება თანაბარი მიდგომა, რომელიც ლიცენზიის პირობებს უკავშირდება. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 9. უფლების ყველა მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ამორიცხოს საკუთარი ნაწარმოები ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტი ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან, რაც დაკავშირებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეპერტუარში არსებული არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტების მიერ არაკომერციული მიზნით გამოყენებასთან. აღნიშნული უფლება ვრცელდება ლიცენზირების მექანიზმიდან ან/და გამონაკლისისა და შეზღუდვის განაცხადიდან სრულად ამორიცხვაზე, აგრეთვე თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე, მათ შორის, ლიცენზიის ხელმოწერის ან მის შესაბამისად ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების დაწყების შემდეგ. 10. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 66 11. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების „საქპატენტისთვის“ წარდგენა. |