Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნიადაგის დაცვის შესახებ article 5 ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები. 1. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგს იცავენ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ: ა) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა წარმოებას, საქართველოში მათი შემოტანისა და გამოყენების ორგანიზებას; გ) ნიადაგის დაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზებას; დ) ნიადაგის დაცვის კონცეფციის და პროგრამების შემუშავებას, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. 2. მიწების მელიორაციის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |