Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 1. ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. 2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე მოტივირებულ უარს ეუბნება. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება. 5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით: ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით; ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერსა და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს მათი გაყალბებისთვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 7. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას. 8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის იყენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ხელმომწერი პირის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, მისამართსა და მოქალაქეობას. 9. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ა) არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს; ბ) ინფორმაციას არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს. 10. შევსებული ხელმოწერების ფურცლები და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. 11. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლებისა და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, პარლამენტის ბიურო საინიციატივო ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე უარს ეუბნება. 12. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს; ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 13. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისწარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება. 14. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 120 15. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს. |