Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 42 განრიდების ღონისძიებები. 1. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები: ა) არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება; ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა; გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; ვ) არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება; ზ) არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 2. არასრულწლოვნის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს განრიდების რამდენიმე ღონისძიება. განრიდების ღონისძიებები განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. განრიდების ღონისძიება გონივრული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. განრიდების პროცესში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც იწვევს მისი ღირსებისა და პატივის შელახვას, ნორმალური სასწავლო პროცესისაგან და ძირითადი სამუშაოსაგან მის მოწყვეტას, ზიანს აყენებს მის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. |