Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 12 სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება. 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით: ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება; ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი. 2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს აგრეთვე სასამართლოს. |