FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  86

სპორტი და რეკრეაცია.
1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე.  სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები.