FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია.
1. შენობის ენერგოეფექტურობა განისაზღვრება შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიით დადგენილი წესით, იმ ენერგიის საანგარიშო რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოიხმარება წლის განმავლობაში ამ შენობის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
2. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია. . .
3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობის სულ მცირე შემდეგ ასპექტებს:
    ა) შენობის არქიტექტურული პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის, გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
    ბ) მზის პასიური სისტემები;
    გ) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, პასიური სითბო, გამაგრილებელი ელემენტები, თბური ხიდები;
    დ) გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება;
    ე) ჰაერის კონდიცირების სისტემები;
    ვ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია;
    ზ) შიდა განათების სისტემები;
    თ) შიდა კლიმატური გარემო (პირობები);
    ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა;
    კ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სისტემები; ლ)  კოგენერაციით გამომუშავებული (წარმოებული) ელექტროენერგია.
4. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგი ტიპის შენობებისთვის:
    ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;
    ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
    გ) ოფისი, ადმინისტრაციული შენობა;
    დ) საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა;
    ე) სამედიცინო დაწესებულების შენობა;
    ვ) სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი;
    ზ) სპორტული დანიშნულების შენობა;
    თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობა;
    ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობა.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

article  3

5. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტურობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის ჯამურ ინდიკატორს (EPI) − პირველადი ენერგიის წლიური მოხმარების აღმნიშვნელ ციფრულ სიდიდეს, რომელიც გამოხატულია კვტ.სთ/მ-2-ით. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის №244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას.