Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ამნისტიის შესახებ article 1 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე. 2. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. |
ამნისტიის შესახებ article 1 3. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას. |
ამნისტიის შესახებ article 1 4. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. |
ამნისტიის შესახებ article 1 5. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას. |